среда, 21 апреля 2010 г.

ზემო იმერეთი

1. პროექტის სახელი: ზემო იმერეთი

2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ზემო იმერეთის ბუნების, კულტურის, ტრადიციების და ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობას.

3. პროექტის სრული აღწერა : (პროექტის გაცნობის მƯ2;ზნით მოსწავლეებს ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას) მოსწავლეები გამოიკვლევენ გეოგრაფიულ გარემოს, კლიმატს, სასარგებლო წიაღისეულს, ფლორას მასალებს მოიძიებენ ინტერნეტით. ექსკურსიის განხორციელების შემდეგ ადგილზე მოხდება მოძიებული მასალების და ადგილობრივად გადამოწმება, მართლა ასეთი მდიდარია თუ არა ფლორა და არსებობს თუ არა ქვიშის კარიერი. მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა.

გაეცნობიან იმერეთში მცხოვრები საზოგადო მოღვაწეების სახლ-მუზეუმებს.

მოიძიებენ ინფორმაციას ამ კუთხის ეკლესია-მონასტრების შესახებ.

გაეცნობიან ტრადიციებს და ადათ-წესებს, იმერულ სამზარეულოს მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი კერძის მომზადებაში. თავისი ხელით შეეცდებიან გამოაცხონ კეცის მჭადები.

4. მონაწილეთა ასაკი: 16 წლის

5. ვადები/ხანგძლივობა: 2თვე

6. პოექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის ბიბლიოთეკებში და ინტერნეტში მოძიება, სურათების გადაღება, ექსკურსიების მოწყობა, დისკურსიების გამართვა...

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანახატები, ბროშურები, ფოტოალბომი, იმერული კერძების წიგნი, პრეზენტაციები.

8. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული-ლიტერატურული ნაწარმოების, ბიოგრაფიების გაცნობა, მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება, დისკუსიაში მონაწილეობა.

ისტორია-გაეცნობიან ეპოქას, ცნობილი მოღვაწეების წვლილს მეცნიერების და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.

ხელოვნება-ეკლესია-მონასტრების, როგორც ხელოვნების ნიმუშის გაცნობა.

შრომა-იმერული სამზარეულოს გაცნობა.

ს.გ.X.3. მოსწავლე მონაწილეობს პროექტებში.

· თანაგუნდელებთან ერთად განსაზღვრავს პროექტის იდეას.

· მონაწილეობას იღებს პროექტის დაგეგმვასა და ფუნქციების განაწილებაში

· გეგმავს და ახოეციელებს იმ სამუშაოს, რომელიც თვითონ უნდა ბშეასრულოს.

ს.გ.X.8. მოსწავლე იკვლევს ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.

· მსჯელობს ქართული კულტურის თავისთავადობაზე სხვადასხვა დარგის ძეგლების კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე.

· აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების, თვ ალსაჩინო მასალის სახით.

9. პროექტის ავტორი: მადონა ბერიძე

10. პროქტის ავტორის ელ-ფოსტა: mado77br@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий